12:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 12:37:18, 666 ნახვა

რეგიონი
WANDERLUST ბათუმს ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქების ნომინაციაში ასახელებს

ცნობილი ბრიტანული გამოცემა WANDERLUST ბათუმს ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქების ნომინაციაში ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, გამოცემის პორტალზე, რომელსაც თვეში 1.6 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს, 40-მდე ევროპის ტურისტული ქალაქის სია ბათუმით იწყება.

“ბათუმთან ერთად ნომინაციაზე თბილისი, ლისაბონი, პორტო, სევილია, ვალენსია, ზაგრები, ბოლონია, დრეზდენი, ჰამბურგი და სხვა ტურისტულად მიმზიდველი ქალაქია დასახელებული. ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად საქართველოცაა წარდგენილი.

WANDERLUST-ის გვერდზე ხმის მიცემა მსურველებს 18 ოქტომბრამდე შეუძლიათ. WANDERLUST-ის გამომცემლობა The Wanderlust Travel Awards-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას 6 ნოემბერს ჩაატარებს, სადაც გამოვლინდება 2024 წლის სასურველი ტურისტული მიმართულებები.  ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზე https://wanderlustmagazine.typeform.com/to/QUOKskBQ შეიძლება. 

"Wanderlust" არის ბრიტანული ტურისტული, მაღალრეიტინგული ონლაინ და ბეჭდური გამოცემა, რომელიც 1993 წელს დაარსდა.

ის ყურადღებას  სათავგადასავლო და კულტურულ მოგზაურობაზე ამახვილებს. გამოცემა განსაკუთრებით ცნობილია თავისი გამორჩული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით.

ჟურნალ WANDERLUST-ის გამორჩეულ მკითხველებს აინტერესებთ, როგორც ახალი მიმართულებები და აქტივობები, ასევე პოპულარული დანიშნულების ადგილების ნაკლებად ცნობილი მხარეების აღმოჩენები. ისინი მიემგზავრებიან სათავგადასავლო ადგილებში და ეძებენ გამორჩეულ გამოცდილებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics