20:47 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 16:16:17, 1927 ნახვა

სამხედრო
15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. არტილერიის დღე აღინიშნა ხონშიც, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ. წარმატებულ სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრებიც გადასცეს.

"ღონისძიების დაწყებამდე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მე-5 საარტილერიო ბრიგადამ სკოლის მოსწავლეებსაც უმასპინძლა. თბილისის 35-ე და მე-2 საჯარო სკოლების მოსწავლეები სამხედრო ბაზას ეწვივნენ, გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს და გასართობ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა", - ნათქვამია

ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics