15:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-02 14:13:48, 1094 ნახვა

კომენტარი
კალაძე: მღებრიშვილი და კახიშვილი პატიოსანი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ადამიანები არიან

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის შეფასებით, გიორგი მღებრიშვილი და კახი კახიშვილი ძალიან წარმატებული მინისტრები იქნებიან.

კალაძე მათ ახალ თანამდებობეზე გადასვლას ულოცავს და  მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

"ორივეს ნამდვილად გულწრფელად ვულოცავ. ეს თანამდებობები მართლაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ისინი მართლაც ღირსეული, პატიოსანი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალები არიან. ვფიქრობ, წარმატებული მინისტრები იქნებიან",-განაცხადა კახი კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა.

ამ დრომდე მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება სასჯელაღრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მას პრემიერის გადაწყვეტილებით, მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი უხელმძღვანელებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics