18:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 17:23:03, 682 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი ვარაუდობს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელი, შესაძლოა საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვარაუდობს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელი, შესაძლოა საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა.
მისი აზრით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა საზოგადოების დაშინებისა და სახელმწიფო სტაბილურობის მოშლისკენ იყო მიმართული.
„გეოგრაფიულად, სადაც  აღნიშნული ინციდენტი მოხდა, ეს სოფელი საოკუპაციო ზოლთან არის ახლოს.  ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მკვლელი საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა, რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას.  ვფიქრობ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა საზოგადოების დაშინებისა და სახელმწიფო სტაბილურობის მოშლისკენ იყო მიმართული“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილი 2 დღის წინ, სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით,  ის ააფეთქეს. დამნაშავის გამოსავლენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics