16:26 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 13:49:20, 828 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს მოსწავლეებმა წერილები გაუგზავნეს

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში მყოფ საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს სკოლის მოსწავლეებმა წერილები გაუგზავნეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველმა სამხედროებმა წერილები თბილისის 133-ე საჯარო სკოლის IV და V კლასის მოსწავლეებისგან მიიღეს.

„მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო წერილების გამოგზავნას დაპირდნენ. 43-ე ბატალიონის ინიციატივით, 133-ე საჯარო სკოლას, საპასუხო წერილებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშას გაუგზავნიან, რომელზეც ქართველი ჯარისკაცების ხელმოწერები იქნება.

43-ე ბატალიონი საერთაშორისო მისიას ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებენ. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა
რეჟიმის წარმომადგენელი კვარაცხელია - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ხმის მისაცემად უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში
ხუნდაძე -ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics