12:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 15:59:01, 4762 ნახვა

კულტურა
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოტოგამოფენა „100 წლის შემდეგ“ გაიმართება

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ფოტოგამოფენა, სახელწოდებით: „100 წლის შემდეგ“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აჭარაში მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული ქალბატონების ფოტოპორტრეტები.

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 26 ქალბატონი ცხოვრობს, 8 მათგანს 100 წელი მიმდინარე წლის განმავლობაში შეუსრულდება.

ფოტოგამოფენას დაესწრებიან უხუცესი ქალბატონების ოჯახის წევრები.

ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და დემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება. სამინისტრო 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოვლწლიურად 1000-1000 ლარს გადასცემს. 100 წელს გადაცილებული ქალბატონები, დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტში „ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში“ ჩაერთვებიან. პროექტის მიზანი ხანდაზმულთა გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბებაა. ხანდაზმულთა გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და  „გურიის აგრობიზნესცენტრი“.

ფოტოები საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა ფოტოგრაფმა მარია ზოიძემ გადაიღო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics