17:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 19:49:39, 981 ნახვა

სხვადასხვა
ჩინეთში მშოფლიოში ყველაზე გრძელი და მაღალი შუშის ხიდი გაიხსნა

ჩინეთის პროვინცია ჰუნანში, მშოფლიოში ყველაზე გრძელი და მაღალი შუშის ხიდი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

შუშის ხიდის სიგრძე 430 მეტრს შეადგენს, ხოლო სიმაღლე 300 მეტრს აღწევს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ხიდი ორ მთას აკავშირებს. ზუსტად ამ ტერიტორიაზე ცნობილი ფილმის, "ავატარის" გადაღება მიმდინარეობდა. 

ამასთან, ხიდის სიგანე 6 მეტრია და ის მთლიანად შუშისგან არის შექმნილი. 

როგორც BBC წერს, ხიდის მშენებლობაზე 3.4 მილიონი დოლარი დაიხარჯა და ის სამმაგი შუშიგან არის გაკეთებული. 

ხიდის არქიტექტორი ებრაელი ჰაიმ დოტანია. 

აღსანიშნავია, რომ შუშის ხიდები ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი საინტერესო პანორამული ფოტოების გადაღების შესაძლებლობაა. 

ნაგებობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხიდზე დღის განმავლობაში 8 ათასი ადამიანის მიღებას შეძლებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics