03:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-21 11:16:09, 2683 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: აშშ-მა ირანული ნავთობის ნაწილზე სანქციები მოხსნა

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის ინფორმაციით, აშშ-მა ირანული ნავთობის ნაწილზე სანქციები მოხსნა. ამის შესახებ სკოტ ბესენტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, მისი განცხადებით აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ლიცენზია გამოსცა, რომელიც ზღვებში მყოფ ტანკერებზე დატვირთული 140 მილიონი ბარელი ირანული ნავთობის გაყიდვის უფლებას იძლევა.

სკოტ ბესენტი აღნიშნავს, რომ ლიცენზია მხოლოდ ზღვებში ჩარჩენილ ტანკერებზე დატვირთულ ნავთობს შეეხება და ახალი შესყიდვების ან წარმოების უფლებას არ იძლევა.

"ირანი გლობალური ტერორიზმის გველის თავია და პრეზიდენტ ტრამპის მეშვეობით, ჩვენ ამ კრიტიკულ ბრძოლას მოსალოდნელზე კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ვიგებთ. 

ხაზინის დეპარტამენტი მოკლევადიან ნებართვას გასცემს, რომელიც ამჟამად ზღვებში ჩარჩენილი ირანული ნავთობის გაყიდვის საშუალებას იძლევა. ჩვენ ირანულ ნავთობს თეირანის წინააღმდეგ გამოვიყენებთ, რათა ნავთობზე დაბალი ფასები შევინარჩუნოთ. 

შეერთებული შტატები გააგრძელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე და მის შესაძლებლობაზე, წვდომა ჰქონდეს საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე. ამ დროისთვის ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს გლობალურ ბაზარზე დამატებით დაახლოებით 440 მილიონი ბარელი ნავთობის შემოტანაზე, რაც ასუსტებს ირანის შესაძლებლობას, გამოიყენოს ჰორმუზის სრუტეში შეფერხებები ბერკეტად", - დაწერა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics