10:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-14 12:47:08, 634 ნახვა

საზოგადოება
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორობის სერტიფიკატის მოქონე პირებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge.

ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად განსაზღვრულია 16-დან 19 თებერვლამდე პერიოდი. რეგისტრაციის ბმული 16 თებერვალს 10:00 საათზე გაიხსნება.

კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, არ არის შეზღუდული ერთხელ მონიშნული სკოლის შეცვლა. 19  თებერვალს მონიშნული სკოლები (ერთი, ორი ან სამი კონკურსანტის სურვილის მიხედვით) იქნება საბოლოოდ დამტკიცებული ასარჩევი ნუსხა.

ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფოტოსურათი და სამოტივაციო წერილი.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics