08:38 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 16:39:23, 443 ნახვა

რეგიონი
აჭარაში საგაზაფხულო ტრენინგები დაიწყო

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, პირველ ეტაპზე, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები განთავსებისა და კვების ობიექტების მიმტანებს უტარდებათ. 

"მაგიდის სერვირება, სტუმრისთვის კერძებისა და სასმელების შეთავაზების სტანდარტები, შეკვეთის მიღების წესები, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, სტუმრების მისალმება და მაგიდასთან მიპატიჟება მცირე ჩამოანათვალია იმ საკითხებისა, რომელსაც მიმტანები ტრენინგებისას გაეცნობიან. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საგაზაფხულო ტრენინგები ასევე ჩატარდება სომელიებისთვის, ბარისტებისთვის, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. მოკლე ვადიანი თეორიულ-პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს სპიკერების საჯარო ლექციებსა და სომელიების სერტიფიცირებულ ტრენინგ-კურსსაც. საგაზაფხულო ტრენინგებზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ. ტრენინგების განრიგი დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზეა serviceajara.ge განთავსებული და მასზე რეგისტრაცია ონლაინაა შესაძლებელი",- აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics