10:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-21 16:44:12, 919 ნახვა

რეგიონი
ზვარის საჯარო სკოლაში ტრენინგი, თემაზე „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის გამყარება“ გაიმართა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. დაუნის სინდრომის 2024 წლის გზავნილია: ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები. 

ეს დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა, ხოლო 2011 წლიდან 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოცხადდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ზვარის საჯარო სკოლაში ტრენინგი, თემაზე "დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის გამყარება" გაიმართა.

შეხვედრას საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ტრენინგს მოწვეული ტრენერი მერი ჩიმაკაძე უძღვებოდა.

მოსწავლეები შეურთდნენ ჭრელი წინდების კამპანიას და შეხვედრის დასასრულს ჭრელი წინდებით ფოტოები გადაიღეს. 

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას ქედის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics