11:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 09:36:04, 610 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია: საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გასაუბრებაზე, კონკურსანტი ფარულ ვიდეოგადაღებას აწარმოებდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 იანვარს,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის გასაუბრებაზე, თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოქმედი თანამშრომელი, კონკურსანტი კახაბერ ბუსკივაძე  ფარულ ვიდეოგადაღებას აწარმოებდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომისიის წევრებს აღნიშნულის თაობაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ბუსკივაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადეკვატურ ქმედებებს.

"კერძოდ, კომისიის წევრთა განცხადებით,  გასაუბრების პროცესში კახაბერ ბუსკივაძე არ პასუხობდა დასმულ ცალკეულ შეკითხვებს, მოქმედებდა გამომწვევად და პროვოკაციულად.  გასაუბრების დასრულებისას, არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, მან არ დატოვა გასაუბრების ოთახი და დაჟინებით ითხოვდა, მისთვის დამატებით დაესვათ შეკითხვები. 

კომისიის წევრებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კახაბერ ბუსკივაძე  ფარულ გადაღებას აწარმოებდა მაჯის საათზე დამონტაჟებული  ვიდეოკამერის მეშვეობით.

კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, გამოძახებული იქნა პატრული.

კახაბერ ბუსკივაძის ქმედების შედეგად,  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობა ჩაიშალა, რის გამოც დარჩენილ კანდიდატურებთან გასაუბრება გადაიდო.

კომისიის წევრთა აზრით, კახაბერ ბუსკივაძის ქმედება მიზნად ისახავდა კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას.

ის, რომ აღნიშნული ინციდენტიდან უმოკლეს პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წევრები ადგილზე იყვნენ მობილიზებული, ცხადყოფს რომ ეს ქმედება მათ მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი",-ნათქვამია განცხადებაში.

მერია  სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს, დეტალურად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics