11:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 11:24:06, 881 ნახვა

სამხედრო
დღეს ლოგისტიკის დღეა

25 აპრილი ლოგისტიკის დღეა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, როფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საჩვენებელი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „აღალი 2015“ გამართა.

სწავლება სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. წვრთნას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი  ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი დაესწრნენ. „აღალი 2015“-ზე იმყოფებოდნენ ასევე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი პოლკოვნიკი მამუკა ცხვედიანი და სხვადასხვა ბრიგადის ხელმძღვანელი პირები.

სწავლების მეთაურმა სტუმრებს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „აღალი 2015“ საბრძოლო ოპერაციების დროს  ქვედანაყოფების უწყვეტ და დროულ ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, ასევე მართვისა და კონტროლის სრულყოფას ისახავდა მიზნად.

იმიტირებული სცენარის მიხედვით, საბრძოლო ვითარებისას ლოგისტიკის სარდლობას შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისთვის ყველა კლასის მარაგის უზრუნველყოფა დაევალა. ადგილზე ფუნქციონირებდა საევაკუაციო და სარემონტო ჯგუფებიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics