11:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 13:15:25, 861 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: ოპოზიციას ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა ლარს ან ეკონომიკას წაადგება

 

„ძალიან ვწუხვარ მაგრამ, ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა წაადგება ან ლარს ან ეკონომიკას“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, უმჯობესი იქნებოდა ვითარება სამუშაო რეჟიმში ყოფილიყო.

„ძალიან ვწუხვარ მაგრამ, ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა წარადგება ან ლარს ან ეკონომიკას. მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ გამოვალთ და პოლიტიკური შოუს მონაწილეები გავხდებით, არც გაცვლითი კურსი დასტაბილურდება ამით და არც ეკონომიკაში მოხდება ბუმი. პირიქით, ეს პროცესები ხელს შეუშლის არსებული ვითარების განვითარებას. ცხადია სჯობს, რომ სამუშაო ვითარებაში ყოფილიყო ვითარება. ასევე მინდა გითხრათ, რომ კომიტეტები აპირებენ სამუშაო რეჟიმში ვიმუშაოთ, რადგან ჩვენ არასდროს არავისთვის პრობლენმა არ შეგვიქმნია. ჩვენ ვხვდებით პარლამენტის წევრებს და მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ერთ მხარესაც და მეორესაც. ჩვენთვის მთავარია შედეგი და ეს შედეგი პოლიტიკური კინკლაობით არ მიიღწევა. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, მე არ მითქვამს რომ არ მივალ სხდომაზე, მე ვთქვი, რომ ჩვენ პარლამენტთან ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ პოლიტიკურ თოქ შოუებში მონაწილეობა პარლამენტის და მინისტრების მონაწილეობით არასწორია“, - განაცხადა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics