12:35 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 18:02:12, 1977 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო სამხედროების მიერ თავდაცვის ძალების მასობრივად დატოვებას უარყოფს

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და ბოლო პერიოდში, სამხედროების მიერ თავდაცვის ძალების მასობრივად დატოვებას უარყოფს.

უწყების ცნობით.  აღნიშნული ინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს, სამხედროების ზრუნვის მიმართულებით გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს, რომლებმაც არსებითად გააუმჯობესა სამხედროების ფინანსური, საბინაო, სამედიცინო, საგანმანათლებლო, აღჭურვის, კვების და ა.შ. პირობები. 

“ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად გააქტიურდა დეზინფორმაციული კამპანია, თითქოსდა თავდაცვის ძალებს მასობრივად ტოვებენ სამხედროები. აღნიშნული დეზინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს, სამხედროების ზრუნვის მიმართულებით გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს, რომლებმაც არსებითად გააუმჯობესა სამხედროების ფინანსური, საბინაო, სამედიცინო, საგანმანათლებლო, აღჭურვის, კვების და ა.შ. პირობები. პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტორების მიერ დაწყებული ჯარის დისკრედიტაციის კამპანია კარგად აჩვენებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების და აღმშენებლობის პროცესის ეფექტურობას.

თავდაცვის ძალები წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს და ცხადია, მას ტოვებს სამხედროთა გარკვეული რაოდენობა, თუმცა ასევე ხდება მისი რიგების შევსება. თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ განუმარტავს, რომ  გადინებისა და შევსების თვალსაზრისით, მაჩვენებლები სტაბილურია თავდაცვის ძალების ყველა გვარეობის მიმართულებით. 

ამასთან, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ სამხედროთა პირობების გაუმჯობესებას, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება. სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები არასდროს ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ვიზიტებით, სწავლებებით, თუ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესით. განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წელია, პრაქტიკულად, ქართული ჯარის შესახებ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სწავლებების  მიმართულებით, უწყების მიერ მომზადებული მასალების გავრცელება აღნიშნული მედიასაშულებების მიერ არ მომხდარა, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ პოლიტიკურად ბთ მოტივირებულ და ნეგატიურ დღის წესრიგზე,“- ვკიოთხულობთ განცხადებაში.

.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics