12:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 23:06:13, 1506 ნახვა

სამხედრო
აშშ კიევს 800 მილიონი დოლარის იარაღს გაუგზავნის - მათ შორის სამხედრო ვეტრფრენებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ, ამგვარად, თეთრი სახლი უკრაინას 2,4 მილიარდ დოლარზე მეტ იარაღს გამოყოფს.

ახალი პაკეტი, ბაიდენის თქმით, მოიცავს "ბევრ ეფექტურ იარაღს", რომელიც ადრე გადაეცა უკრაინულ ძალებს, ისევე როგორც ახალ საშუალებებს, რომლებიც საჭიროა ახალი "რუსეთის ფართო შეტევის აღმოსავლეთ უკრაინაში" მომზადების ფონზე.

„ეს ახალი აქტივები მოიცავს საარტილერიო სისტემებს, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტრანსპორტიორებს. მე ასევე დავამტკიცე ვერტმფრენების გადაცემა“, - განაცხადა ბაიდენმა.

პენტაგონის არსენალიდან იარაღის გადაცემის გარდა, შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს მოკავშირეებთან, რათა ასევე გაუგზავნოს მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უკრაინას, დასძინა პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის განცხადება მოჰყვა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მორიგი სატელეფონო საუბრის შემდეგ, სადაც მათ განიხილეს კიევისთვის დამატებითი სამხედრო და ფინანსური დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს შეახსენა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი მძიმე იარაღი, მათ შორის არტილერია, ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო თვითმფრინავები რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics