|
2025-12-16 12:09:40, 994 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრეს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრეს. მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულია - წელს ეს ჯილდო მასთან ერთად ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც გადაეცემა. ევროპარლამენტარ ნილს უშაკოვსის თქმით, მზია ამაღლობელი საქართველოში მიმდინარე რეპრესიების ერთ-ერთი სიმბოლოა. "მზია ამაღლობელის საქმე სამართლიანად იქცა საქართველოში მიმდინარე რეპრესიების ერთ-ერთ სიმბოლოდ. ის არის თავდადებული და პატივსაცემი მედიაპროფესიონალი, დამოუკიდებელი ხმა, რომელიც ამხელს კორუფციას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მზია არის პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს საქართველოს 34-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში. სამწუხაროდ, ასე გარდაქმნა ქართულმა ოცნებამ ქვეყანა, რომელიც ერთ დროს აღმოსავლეთ ევროპაში სხვებისთვის სამაგალითო იყო", - თქვა მან სესიაზე. სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტარი რობერტ ბიედრონიც, რომელმაც თქვა, რომ მზია ამაღლობელი წარმოადგენს მძლავრ სიმბოლოს იმ რისკისა, რომლის წინაშეც დგანან თავისუფლების დამცველი ჟურნალიტები. "გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელობით, მზია ამაღლობელმა დოკუმენტურად აღწერა დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და რეპრესიები, რომელთა წინაშეც საქართველოში პროევროპელი მომიტინგეები დადგნენ. მისი დაპატიმრებით და 2-წლიანი პატიმრობით ის გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი ქალი პოლიტპატიმარი, რითაც წარმოადგენს მძლავრ სიმბოლოს იმ რისკისა, რომლის წინაშეც დგანან თავისუფლების დამცველი ჟურნალიტები", - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ჯარების განლაგების გეგმა მოამზადეს
ზელენსკიმ ბერლინში მოლაპარაკებების შემდეგ „სამშვიდობო გეგმის“ შემდეგი ნაბიჯები გაამხილა.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)