|
2025-09-05 19:42:27, 9874 ნახვა
სპორტი
საქართველო vs ბულგარეთი - ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. 7 სექტემბერს, 17:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თურქეთთან თამაშის შემდეგ მეორე შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს. ჯამში 6 ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. აქ თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარე: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძე; დაცვა: გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა ხვადაგიანი; ნახევარდაცვა: გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია; თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი კვერნაძე. შეხვედრების განრიგი კი ასეთია: 07.09, 17:00 | საქართველო v ბულგარეთი 11.10, 22:45 | ესპანეთი v საქართველო 14.10, 22:45 | თურქეთი v საქართველო 15.11, 21:00 | საქართველო v ესპანეთი 18.11, 23:45 | ბულგარეთი v საქართველო ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)