18:39 - 18 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-18 14:23:34, 320 ნახვა

ეკონომიკა
BOG-ის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის

საქართველოს ბანკმა, მომსახურების სექტორში მოქმედი ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალი შეთავაზებები მოამზადა. 

კამპანია 31 იანვრის ჩათვლით მოქმედებს და განკუთვნილია:

  • რესტორნებისა და ბარებისთვის;
  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკის ცენტრებისთვის;
  • სპორტდარბაზებისთვის;
  • სასტუმროებისთვის.

კამპანიის ფარგლებში ბიზნესებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი შეთავაზებებით:

Ads მენეჯერი

ბიზნესები, რომლებიც საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით პირველად განათავსებენ შეთავაზებას თავიანთი მომხმარებლებისთვის, მიიღებენ ერთკვირიანი სარეკლამო შეთავაზების სრულ დაფინანსებას საქართველოს ბანკისგან. კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ერთჯერადად შექმნან 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება (თითოეული მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი PLUS ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 4 000 PLUS ქულა) და ინფორმაცია ამ შეთავაზებაზე გაავრცელონ საქართველოს ბანკის არხებში - მობილბანკში, offers.bog.ge-ზე, sCoolApp-ში, ან ბანკის სოც.მედია არხებით.

ცნობისთვის Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს,  შექმნას ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზება და განათავსოს არხებში, რომელთაც 1 800 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს.

POS ტერმინალი

მომსახურების სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, პირველი POS ტერმინალი 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიიღონ, შესაბამისად, სწრაფად და კომფორტულად მიიღონ გადახდები.

Cashback
კამპანიის ფარგლებში, Gulf-ის ობიექტებზე საწვავის შეძენისას ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გადახდილი თანხის 3%-ს დაიბრუნონ Cashback-ის სახით.

სპეციალური ფასდაკლებები პარტნიორებთან


კამპანიის მონაწილე ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს ბანკის პარტნიორებისგან ექსკლუზიური შეთავაზებებით ისარგებლონ

  • Nova – შერჩეულ პროდუქციაზე 10%-იანი ფასდაკლება;
  • Altido – 50%-იანი ფასდაკლება ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებაზე;
  • Inventer – 20%-იანი ფასდაკლება მარაგების მართვასა და ინვენტარიზაციაზე;
  • Bolt – 20% ფასდაკლება მგზავრობაზე და თანამშრომლების ულიმიტო დამატების შესაძლებლობა.

ბიზნესკურსები

საქართველოს ბანკი მომსახურების სფეროში მოქმედ ბიზნესებს პრაქტიკულ სასწავლო კურსებს, მათ შორის: კონტენტის მენეჯმენტის, ხელოვნური ინტელექტისა და სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსებს სთავაზობს. 

თითოეული კურსი ხელმისაწვდომია ონლაინ, ნებისმიერი მსურველისთვის და ეხმარება კომპანიებს საკუთარი პროდუქტის ეფექტიანად წარმოჩენაში, ყოველდღიურ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ინტეგრაციასა და სარესტორნო ეფექტიანი მართვის პროცესში.

“საქართველოს ბანკი აგრძელებს მომსახურების სფეროში მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერას და ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც მათ ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ კამპანიით გვსურს, მომსახურების სფეროში მომუშავე ბიზნესებს მხარი დავუჭიროთ ოპერაციული ხარჯების შემცირების, გაყიდვების ხელშეწყობისა და ციფრული შესაძლებლობების გაფართოების პროცესში“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთის დაზვერვა ბელგიისა და ევროკლირის ლიდერებს დაემუქრა, რომ გაყინული რეზერვების უკრაინაში გადატანას ხელს შეუშლიდნენ
ზელენსკი: თუ უკრაინისთვის ფული არ იქნება, ევროპას სისხლით მოუწევს გადახდა
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსნეფტს, რომელსაც საქართველოში ნავთობი შემოაქვს
ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი