13:24 - 22 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 10:26:28, 1429 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით: წარსულში ნასამართლევები -  1972 წელს დაბადებული ი.ბ., 1994 წელს დაბადებული  ა.ბ.,  ასევე, ინდოეთის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ა. ტ. და 2001 წელს დაბადებული ს. მ. დააკავეს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები  გადამოწმების მიზნით თბილისში, სხვადასხვა დროს  შეაჩერეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი  ჩხრეკისას, ასევე, ერთ-ერთი  ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები,  მათ შორის:  "ალფა პვპ"- ე და "მეთადონი".

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია  ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე  კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მასპინძლობით გამართულ დსთ-ს ლიდერთა ფორუმში ალიევი მონაწილეობას არ იღებს
AP: ტრამპის ადმინისტრაციამ ელჩები თითქმის 30 ქვეყნიდან გაიწვია
400 ახალი საბაზო სადგური - სელფის მასშტაბური განახლება
კობახიძე - ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი