|
2025-12-17 15:56:19, 8103 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანიას თქმით, დენის გადასახადი იზრდება
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, დენის გადასახადი გაიზრდება. ეს განცხადება მან მედიაცენტრ მთავარში გაკეთებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, შესაძლოა, გაიზარდოს გაზის გადასახადიც - "ძალიან მინიმალურად". "ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, მხოლოდ შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში მარეგულირებელი კომისია სწორედ ამ ეტაპზე მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის აუდიტის დასრულება კომპანიებისა, როგორიც არის ასევე ახალი საინვესტიციო პროექტების გავლენა, ძველი პროექტების ხარჯების დაზუსტება და სწორედ ამაზე დაყრდნობით მოხდება ახალი ტარიფის დადგენა", - თქვა დავით ნარმანიამ. ტარიფების დადგენა 29 დეკემბრის სემეკის სხდომაზე მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)