|
2025-12-15 13:42:54, 11803 ნახვა
ეკონომიკა
Skinest Group მმართველი პარტნიორი - საქართველოს რკინიგზაში კოსმოსური კორუფციაა, იპარავენ ყველაფერს რისი მოპარვაც შეიძლება
ესტონელ ბიზნესმენი, Skinest Group მმართველი პარტნიორი, ოლეგ ოსინოვსკი, აცხადებს, რომ "საქართველოს რკინიგზაში" კორუფციის დონე კოსმოსური იყო. ბიზნესმენის თქმით, "რკინიგზაში" ყველაფრის მოპარვა შეიძლებოდა. "ბოლო 4 წლის განმავლობაში ალბათ საქართველოს რკინიგზაში კორუფციის დონე უბრალოდ კოსმოსური იყო. ეს არ იყო საქართველო, ეს იყო ზიმბაბვე. ყველაფრის მოპარვა შეიძლებოდა, ანუ კორუფციის დონე ტენდერებში კატასტროფული იყო, ფასები რამდენჯერმე იზრდებოდა, ყიდულობდნენ პროდუქტებს, რომლებიც არ იყო საჭირო. უბრალოდ მოიგონეს პროდუქტები, რომ მოეპარათ. ეს იყო ძალიან სამწუხარო და ჩვენ რამდენადაც შეგვეძლო ვიბრძოდით, რაღაცას ვიხსნიდით მთავრობას, სადღაც გამოდიოდა, სადღაც არა. მაგრამ ზოგადად, ძალიან სამწუხარო საყურებელი იყო - ამბობს BM.ge-ს ეთერში ესტონელ ბიზნესმენი. Skinest Group რკინიგზის ერთ-ერთ ტენდერში მონაწილეობდა, რომელიც რკინიგზის ლოკომოტივების შეკეთებაზე გამოცხადდა. 270 - მილიონიან ტენდერში კომპანია "გეორგიამ" გაიმარჯვა, რომელიც დამკვეთს ლოკომოტივების რუსეთში შეკეთებას სთავაზობდა, Skinest -ს კი დაკვეთა ევროკავშირის ქვეყანაში უნდა შეესრულებინა. ამ საქმეზე კომპანიამ გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)