|
2025-12-27 13:24:29, 4451 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს არასრული ტიტულატურით იხსენიებს, წერილში ცხუმ აფხაზეთი ამოღებული აქვს
რუსეთის პატრიარქი კირილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და აღსაყდრების 48 წლისთავს ულოცავს. წერილში რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს არასრული ტიტულატურით იხსენიებს. "უწმინდესი და უნეტარესი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა" - ამ სრული ტიტულის ნაცვლად კირილეს წერილში აღნიშნულია მხოლოდ "უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე". "გულწრფელად გილოცავთ ყოვლადწმინდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე ასვლის წლისთავს. თქვენი მრავალწლიანი წინამძღვრობა სულითა და ჭეშმარიტებით ღვთისადმი პატივისცემით მსახურების მაგალითია (იოანე 4:23). თქვენ დაიმსახურეთ სიყვარული და პატივისცემა არა მხოლოდ საქართველოში: თქვენ ცნობილი და პატივცემული ხართ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, როგორც გულმოდგინე მთავარეპისკოპოსი და მხურვალე მლოცველი. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია დიდად აფასებს თქვენს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენს ხალხებს შორის ძმური და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. ამ მნიშვნელოვან დღეს, გულწრფელად ვლოცულობ, რომ უფალმა, თავისი მადლის სიმდიდრით განაახლოს თქვენი სულიერი და ფიზიკური ძალა, გაგაძლიეროთ თქვენს პასუხისმგებლიან საპატრიარქო მსახურებაში" | წერს რუსეთის პატრიარქი კირილე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)