|
2025-12-18 14:28:12, 2866 ნახვა
საზოგადოება
მთის კურორტებზე საბაგიროების გახსნის თარიღები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 20 დეკემბერს, ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალს ხსნის. საბაგირო და ტრასა - კოხტა პლატო, სრიალის მსურველებს ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურება. დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასების ეტაპობრივი გახსნა 27 დეკემბრიდან იგეგმება. რაც შეეხება გუდაურს, მესტიასა და გოდერძის კურორტებს, საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი, ხოლო სასრიალო ტრასები, ამინდისა და თოვლის საფარის მდგომარეობის მიხედვით, ეტაპობრივად გაიხსნება. 27 დეკემბრიდან ამოქმედდება გუდაურისა და კობის საბაგიროები - პირველი, სოლიკო, გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო. პარალელურად, გრძელდება ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასები თოვლის საფარის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიხსნება. ამავე დღიდან, ჩაირთვება ჰაწვალის სასრიალო არეალზე ზურულდის საბაგირო. ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო ტრასების გახსნა ეტაპობრივად განხორციელდება, ამინდისა და თოვლის საფარის პირობების შესაბამისად. აგრეთვე, 27 დეკემბრიდან კურორტ გოდერძიზე ამოქმედდება საბაგირო ,,ზანკა“. ბაკურიანის საბაგიროების აბონემენტების შეძენა 20 დეკემბრიდან, კურორტზე მხოლოდ კოხტას სალაროში იქნება შესაძლებელი. ბილეთების ონლაინ გაყიდვა კი 23 დეკემბრიდან დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე: TKT.GE, BILETEBI.GE, SKIPASS.GE, ასევე სუპერ აპსა (Super App) და მაუნთ აპში (MOUNT App). დამსვენებლებს პლატფორმებზე გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის კურორტების, სხვადასხვა კატეგორიის ბილეთის შეძენა შეეძლებათ. 2025–2026 წლის ზამთრის სეზონი „მთის ტრასების სააგენტოსთვის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან უკვე მესამედ, საქართველო ფრირაიდის მსოფლიო ტურს უმასპინძლებს. ღონისძიება სვანეთში, თეთნულდზე 22-დან 28 თებერვლის ჩათვლით გაიმართება (ამინდის ფანჯრის ფარგლებში) და მასში 50 გამორჩეული რაიდერი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია, აშშ და საქართველო), რომელმაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება მოიპოვა. ღონისძიების გამართვა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მთის კურორტების საერთაშორისო ცნობადობისთვის, ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. მსოფლიო სპორტულ რუკაზე ქვეყანამ უკვე დაიკავა საპატიო ადგილი - გასულ წლებში საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპებს სკი კროსში, სნოუბორდ კროსსა და მოგულის დისციპლინებში. ფრირაიდის მსოფლიო ტურის გამართვა კი საქართველოს არამხოლოდ ცნობადობას გაუზრდის, არამედ, ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება.
7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროს დღეს დილით დატოვებს
ომის დაწყების შემდეგ პირველად, ეკონომიკური კრიზისი პუტინისთვის პირდაპირი ხაზის დროს დასმულ ერთ-ერთ მთავარ კითხვებს შორისაა
რუსეთმა ჩინეთისთვის ნავთობის ფასდაკლება ბარელზე რეკორდულ 35 დოლარამდე დაიყვანა
ოდესის ოლქზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო მოლდოვასთან საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიხურა.
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს დრონებმა საცხოვრებელი შენობები დააზიანა, ორი ადამიანი დაშავდა
ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ჯარების განლაგების გეგმა მოამზადეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)