|
2025-12-17 22:18:08, 5988 ნახვა
პოლიტიკა
ო’ფლაერტი: იანვრის ვიზიტისას შსს-ს მოადგილემ მითხრა, რომ წყლის ჭავლში არაფერი გაურევიათ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროპელ პარტნიორებს წლის დასაწყისშივე მიაწოდა არასწორი ინფორმაცია დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული საშუალებების შესახებ - ეს ირკვევა ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის წერილიდან, რომელიც მან გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს გაუგზავნა. წერილში ო’ფლაერტი აღწერს, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში ვიზიტის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იგი დაარწმუნა, თითქოს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლები არ იყო შერეული. BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საჯაროდ აღიარეს, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებები მართლაც იყო გარეული, თუმცა ხელისუფლება არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა საშუალებები გამოიყენეს 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით. კომისრის წერილში ხაზგასმულია, რომ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება თავდაპირველად უარყოფილი იყო, მოგვიანებით კი ეს ფაქტი თავად ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ დადასტურდა. ო’ფლაერტის თქმით, ქიმიური ნივთიერებების არსებობა აღიარეს პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, თუმცა ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს ნივთიერებები არატოქსიკური იყო, მიუხედავად ჯანმრთელობაზე შესაძლო ხანგრძლივი ზემოქმედებისა. "2025 წლის იანვარში საქართველოში ვიზიტის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამარწმუნა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური გამაღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლი გამოყენებული არ იყო. მას შემდეგ რამდენიმე მაღალჩინოსანმა, პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ჩათვლით, აღიარა, რომ ქიმიური ნივთიერებები წყალში გარეული იყო, თუმცა არატოქსიკური, ჯანმრთელობაზე შესაძლო ხანგრძლივი ზემოქმედებით, რაც ცოტა ხნის წინ მედია-სიუჟეტშიც იყო ნახსენები", - წერს მაიკლ ო’ფლაერტი.
გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად
ზელენსკი: აშშ-მ უკრაინასთან და რუსეთთან ერთობლივი მოლაპარაკებების ფორმატი შემოგვთავაზა
მამაკაცი 14 წლის არასრულწლოვანთან სექსუალური შინაარსის ვიდეოებს შანტაჟის გზით იღებდა, მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა.
უკრინამ კასპიის ზღვაში სამხედრო საპატრულო გემი დააზიანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)