|
2025-12-18 14:23:34, 2360 ნახვა
ეკონომიკა
BOG-ის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის
საქართველოს ბანკმა, მომსახურების სექტორში მოქმედი ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალი შეთავაზებები მოამზადა. კამპანია 31 იანვრის ჩათვლით მოქმედებს და განკუთვნილია:
კამპანიის ფარგლებში ბიზნესებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი შეთავაზებებით: Ads მენეჯერი ბიზნესები, რომლებიც საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით პირველად განათავსებენ შეთავაზებას თავიანთი მომხმარებლებისთვის, მიიღებენ ერთკვირიანი სარეკლამო შეთავაზების სრულ დაფინანსებას საქართველოს ბანკისგან. კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ერთჯერადად შექმნან 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება (თითოეული მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი PLUS ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 4 000 PLUS ქულა) და ინფორმაცია ამ შეთავაზებაზე გაავრცელონ საქართველოს ბანკის არხებში - მობილბანკში, offers.bog.ge-ზე, sCoolApp-ში, ან ბანკის სოც.მედია არხებით. ცნობისთვის Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, შექმნას ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზება და განათავსოს არხებში, რომელთაც 1 800 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს. POS ტერმინალი მომსახურების სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, პირველი POS ტერმინალი 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიიღონ, შესაბამისად, სწრაფად და კომფორტულად მიიღონ გადახდები. Cashback სპეციალური ფასდაკლებები პარტნიორებთან
ბიზნესკურსები საქართველოს ბანკი მომსახურების სფეროში მოქმედ ბიზნესებს პრაქტიკულ სასწავლო კურსებს, მათ შორის: კონტენტის მენეჯმენტის, ხელოვნური ინტელექტისა და სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსებს სთავაზობს. თითოეული კურსი ხელმისაწვდომია ონლაინ, ნებისმიერი მსურველისთვის და ეხმარება კომპანიებს საკუთარი პროდუქტის ეფექტიანად წარმოჩენაში, ყოველდღიურ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ინტეგრაციასა და სარესტორნო ეფექტიანი მართვის პროცესში. “საქართველოს ბანკი აგრძელებს მომსახურების სფეროში მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერას და ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც მათ ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ კამპანიით გვსურს, მომსახურების სფეროში მომუშავე ბიზნესებს მხარი დავუჭიროთ ოპერაციული ხარჯების შემცირების, გაყიდვების ხელშეწყობისა და ციფრული შესაძლებლობების გაფართოების პროცესში“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში. შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
მამაკაცი 14 წლის არასრულწლოვანთან სექსუალური შინაარსის ვიდეოებს შანტაჟის გზით იღებდა, მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული
ტოკიოს დეკლარაცია მიღებულ იქნა ცენტრალური აზია-იაპონიის პირველი სამიტის შემდეგ
ბორჯომში 150 დევნილი ოჯახისთვის კორპუსი შენდება - ბიუჯეტი ₾15.4 მილიონია
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა.
უკრინამ კასპიის ზღვაში სამხედრო საპატრულო გემი დააზიანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)