13:12 - 31 Dec, 2025
|
2025-12-12 14:15:38, 1203 ნახვა
РБК-Україна: ზელენსკის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ უკრაინა დონბასში ბუფერულ ზონას დათანხმდა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს Le Monde-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომ უკრაინა მზად არის დონბასში "ბუფერული ზონის" შექმნას დათანხმდეს. РБК-Україна აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველზე, დმიტრი ლიტვინზე დაყრდნობით ავრცელებს. ლიტვინის განმარტებით, პოდოლიაკმა ფრანგულ მედიასთან არა უკრაინის თანხმობაზე, არამედ ზოგადად ამჟამად არსებულ ვარიანტებზე ისაუბრა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია დეტალებზე, კონტროლის მექანიზმებსა და სამართლებრივ გარანტიებზე. "პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა რომ უკრაინა დათანხმდება თუ არა, მხოლოდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ან უკრაინის ხალხის მიერ შეიძლება გადაწყდეს" – ამბობს ლიტვინი.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)