2025-12-28 17:40:06, 7517 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობას მოითხოვდა.
ადვოკატის მტკიცებით კი, ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, საკმარისად დასაბუთებული არ ყოფილა.
ადვოკატი დაკავებულების მიმართ 10 000 - 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და პატიება ითხოვეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,