|
2025-12-22 13:53:34, 10344 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის უფროსის განცხადებას, რომ ნატოს და ევროკავშირს არ სურს უკრაინაიში ომის შეჩერება. მისივე განმარტებით, მართლაც არსებობენ კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პროცესებს ეწინააღმდეგებიან. „არსებული ომი თანამედროვე მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევა არის. პრეზიდენტი ტრამპი როცა აირჩიეს მთავარი დაპირება იყო პირველი - ომის დასრულება და მეორე - „დიპ სტეიტის“ დამარცხება. ომის საკითხს რაც შეეხება, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, არის გამოწვევები, კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან. ეს მძიმეა უკრაინისთვის. მტერს არ ვუსურვებ მათ მდგომარეობას. იმედია, მოხერხდება და ომი შეჩერდება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)