11:45 - 30 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-29 16:29:45, 3487 ნახვა

საზოგადოება
უამინდობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - რთული მდგომარეობაა იმერეთისა და სამეგრელოში

დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოში უამინდობამ მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროქსელის დაზიანება გამოიწვია - ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს. 

მათი თქმით, ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

"კომპანიის დამატებითი ბრიგადები დანარჩენი საქართველოდან უკვე ჩასულები არიან დაზიანების ადგილებზე.

განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში ელექტეოენერგიის მიწოდება შეფერხებული ჰქონდა რკინიგზას.

რიკოთის  მონაკვეთი უკვე აღდგენილია, თუმცა, ქუთაისთან სამგზავრო მატარებელი გაჩერებულია. აღნიშნულ მონაკვეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეძლებისდაგვარად დროულად აღუდგება ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რიჟიმში იმუშავებს იქამდე, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება", - წერია განცხადებაში. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მომიწოდებენ, ბოდიში მოვიხადო მართალი სიტყვისთვის – არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
აშშ პირველად დაესხა თავს ვენესუელაში არსებულ ობიექტს — CNN
ცაგერი-მელეს მიმართულებით, მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა აღდგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი