|
2025-12-08 12:43:09, 900 ნახვა
მსოფლიო
ტაილანდმა კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო დარტყმები დაიწყო - არის მსხვერპლი
ტაილანდმა კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო დარტყმები განახორციელა მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ ერთმანეთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ანვარ იბრაჰიმის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ტაილანდის სამეფო არმიის განცხადებით, კამბოჯის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად უბონ რაჩატანის პროვინციაში ორი ტაილანდელი სამხედრო დაიღუპა და ოთხი დაიჭრა, რის შემდეგაც ბანგკოკმა საჰაერო დარტყმები დაიწყო. კამბოჯის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სწორედ ტაილანდის ძალებმა განახორციელეს გამთენიისას პირველი შეტევა და რომ მათ საპასუხო მოქმედებები არ გამოუყენებიათ. საბრძოლო ეპიზოდები ფიქსირდება ტაილანდის სი სა კეტისა და უბონ რაჩატანის პროვინციებში, ასევე კამბოჯის ჩრდილოეთის რეგიონებში - პრეაჰ ვიჰარსა და ოდარ მინჩეიში. სასაზღვრო დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის ივლისში ხუთდღიან კონფლიქტში გადაიზარდა, რომელსაც სულ მცირე 48 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაახლოებით 300 000 ადამიანი გადაადგილდა იძულებით.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)