|
2025-08-29 16:52:26, 5085 ნახვა
სპორტი
იტალიის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს გამარჯვება ესპანეთთან არ გამკვირვებია
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის მეორე მატჩს იტალიის ნაკრებთან ჩაატარებს. მატჩი 30 აგვისტოს, 16:00 საათზე დაიწყება. პირველ რაუნდში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 83:69 ანგარიშით დაამარცხა, ხოლო იტალია საბერძნეთთან 65:66 ანგარიშით დამარცხდა. სკუადრა აძურას მთავარმა მწვრთნელმა ჯანმარკო პოტესკომ საინტერესო კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების თამაშზე: „როდესაც კალათბურთს ვთამაშობდი, იუგოსლავია და რუსეთი (საბჭოთა კავშირი) ახალი დაშლილი იყო და მათ ადგილას ძლიერი საკალათბურთო ძალები გამოჩნდნენ. ხორვატია, ლიეტუვა და კიდევ 3-4 გუნდი ნამდვილად ძლიერები არიან, ამიტომ საქართველოს გამარჯვებამ ესპანეთთან არ გამკვირვებია. ესპანეთს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს, ძალიან ძლიერი გუნდი, მაგრამ საქართველომ გაიმარჯვა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა რთულ ჯგუფში ვართ“.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)