|
2025-12-12 13:38:07, 5386 ნახვა
პოლიტიკა
დახმარების მექანიზმის ფარგლებში, უკრაინა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს
უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება, ძირითადად, მიზნად ისახავს უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის გაძლიერებას და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების მხარდაჭერას. უკრაინის დახმარების ფონდის ფარგლებში გადახდები მჭიდრო კავშირშია უკრაინის გეგმასთან, რომელიც ასახავს უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სტრატეგიას, ასევე განსაზღვრავს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი რეფორმების განხორციელების გრაფიკს მომდევნო წლებში", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. წინა გადახდა 2025 წლის 5 ნოემბერს განხორციელდა. "თანხების ეს სწრაფი და თანმიმდევრული მიწოდება ასახავს უკრაინის სისწრაფეს და ერთგულებას, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებს", - წერია განცხადებაში. უკრაინის დახმარების მექანიზმი, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა, ითვალისწინებს 50 მილიარდ ევრომდე სტაბილურ დაფინანსებას გრანტებისა და სესხების სახით, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად 2024 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)