17:40 - 23 Dec, 2025
|
2025-04-05 16:50:30, 26169 ნახვა
Lifestyle
ემინემი 52 წლის ასაკში ბაბუა გახდა
ამერიკელი რეპერი მარშალ მეთერსი, ცნობილი სასცენო სახელით ემინემი, 52 წლის ასაკში ბაბუა გახდა. მის ერთადერთ ქალიშვილს, ჰეილი ჯეიდ სკოტს, პირველი შვილი შეეძინა. სასიხარულო ამბავი საკუთარ ინსტაგრამზე ახლადშექმნილმა 29 წლის დედამ თავად გააზიარა. მან ახალშობილი შვილის ფოტო გამოაქვეყნა. ჰეილიმ ასევე გაამხილა ბავშვის სახელი და დაბადების თარიღი. ფოტოზე ჩანს ბიჭი, რომელიც წევს აბრის გვერდით, რომელზეც წერია Elliot Marshall McClintock. ანუ, სკოტმა ერთ-ერთი ბავშვის სახელი დაარქვა მისი ვარსკვლავი მამის პატივსაცემად. ისიც წერია, რომ 14 მარტს დაიბადა. "გილოცავთ დაბადების თარიღს! პატარა E (შემოკლებით Elliott - რედ.) უკვე სამი კვირისაა", - დააწერა ფოტოს ემინემის ქალიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციისგან მოისმინა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მათი შეხვედრების შესახებ
რუსული თავდასხმა კიევზე: დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)