06:01 - 24 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-11 12:40:22, 1468 ნახვა

პოლიტიკა
ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო კნესეთის წევრები საქართველოში ვეღარ ჩამოვლენ

პოტენციური ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო კნესეთის წევრები საქართველოში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებენ - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა israelnationalnews ავრცელებს.

 კნესეთის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში 13-14 დეკემბერს იგეგმებოდა. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისში დაგეგმილ "ისრაელის კვირეულში". როგორც გამოცემა წერს, კონფერენციის მონაწილე დეპუტატები გააფრთხილეს შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, "რომელიც, დიდი ალბათობით, კონფერენციის მონაწილეების წინააღმდეგ მზადდება".

 "რადიო თავისუფლების" ქართული რედაქცია წერს, რომ ინფორმაცია დაადასტურა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ. როგორც იციკ მოშე ამბობს, ისრაელის კვირეული თბილისში მაინც ჩატარდება, რომელშიც კნესეთის წევრები, სავარაუდოდ, დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას.

 იციკ მოშე გამოცემასთან ამბობს, რომ საფრთხის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც გადაეცა და ის დარწმუნებულია, რომ კონფერენციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
1 იანვრიდან საზმაუს დირექტორის ხელფასი (ხელზე ასაღები) 15 000 ლარი იქნება
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა - იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს
პროკურატურა მოკლული მასწავლებლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი