|
2025-12-25 19:59:57, 7794 ნახვა
პოლიტიკა
მაქვს ინფორმაცია, რომ კალაძე შემხებლობაში არაა - კობახიძე გვანცელაძის საქმეზე
ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძის საქმეს გამოეხმაურა. კობახიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კალაძეს ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს. "მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ფაქტთან მიმართებით კახა კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. გამოძიება რასაც ავლენს, წინასწარი მონაცემებით, კალაძეს არავითარი შემხებლობა არ ჰქონია. მაგალითად, შეიძლება, კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოში კონკრეტული დანაშაულები გამოვლინდეს, რაც შეიძლება იმ პერიოდსაც უკავშირდებოდეს, როცა პრემიერმინისტრი მე ვიყავი, მაგრამ, შეიძლება, ამასთან დაკავშირებით მე არ მცოდნოდა. როგორც კი გავიგეთ, მაშინვე ჩავერიეთ. კორუფცია თუ არის, ჯერ უნდა გაიგო. ჩვენ სადაც გავიგეთ, ყველგან ჩავერიეთ. ესაა ჩვენი მიდგომა". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში. კახა გვანცელაძეს ივანიშვილის პროკურატურამ ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. გვანცელაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში ფიგურირებს. პროკურატურის ცნობით, სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. "ატკატებს" იღებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)