|
2025-01-08 12:04:23, 32851 ნახვა
სპეციალური ანონსი
8 იანვარს პროტესტების 42-ე დღე, აქციები თბილისში და რეგიონებში
8 იანვარს, პროტესტის 42-ე დღეს, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართება. მოქალაქეები, რომლებიც თვეზე მეტია ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ, კვლავ განაგრძობენ საპროტესტო აქტივობებს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი უდანაშაულოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა. 8 იანვრის პროტესტების განრიგი: • თბილისი: • 19:00 – „ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ!“ – საზოგადოებრივ მაუწყებელთან • 19:00-22:00 – „ბაზარი ორბელიანი მხარში უდგას მცირე მეწარმეებს!“ – ვეკუას 3ა • ქუთაისი: • 19:00 – „კი ევროპას, არა რუსეთს!“ – მერიის წინ • ბათუმი: • 19:00 – „სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 42-ე დღე“ – საკონსტიტუციო სასამართლოსთან • ზუგდიდი: • 17:00 – „ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!“ – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ • თელავი: • 17:00 – საპროტესტო აქცია – მერია აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ კვლავ ძალადობრივი დევნისა და ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)