|
2025-12-19 12:29:50, 7233 ნახვა
ეკონომიკა
გაეცანით საქართველოს ბანკისა და QuickShipper-ის შეთავაზებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა და პლატფორმა QuickShipper-მა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთობლივი შეთავაზება მოამზდეს. შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესებისთვის საკურიერო მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო მარტივდება. პლატფორმა 10-მდე საკურიერო კომპანიას აერთიანებს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეადარონ მომსახურების საფასური და მიტანის დრო, ხოლო შემდეგ შეარჩიონ სასურველი კურიერი. ამასთანავე, QuickShipper-ის Drop The Pin ფუნქციონალით მერჩანტებს შესაძლებლობა აქვთ, ადრესატების ზუსტი მისამართი სწრაფად, რამდენიმე ნაბიჯით დაადგინონ:
QuickShipper-ის და საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში კი:
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლითაც მათი ყოველდღიური პროცესები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. QuickShipper-თან პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ბიზნესებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მიიღონ სწრაფი და მოქნილი საკურიერო მომსახურება. გვჯერა, რომ ეს შეთავაზება მათ მნიშვნელოვნად დაუზოგავს რესურსებს და განვითარების დამატებით შესაძლებლობას მისცემს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)