|
2025-12-08 20:56:22, 1911 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი ქვეყანაში აგრო სექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მლნ.ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 12 მლნ.ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროში 240ჰა. ფართობ ტერიტორიაზე ნუშის ბაღები გაშენდა. ინვესტიცია ნერგების შესყიდვას, სარწყავი სისტემისა და ბაღის გაშენებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა. კომპანია მოსავლის ევროპაში, ემირატებში, ინდოეთსა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს გეგმავს. "Farmways-ის მიზანია ხელი შევუწყოთ, განვავითაროთ და გარდავქმნათ აგროსექტორი საქართველოში. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვით და დამატებითი ღირებულების მქონე კულტურების მოყვანით, ჩვენ ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, ვზრდით ექსპორტს და ვაძლიერებთ საქართველოს პოზიციას გლობალურად, საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს ბანკთან პარტნიორობა გვეხმარება დასახულ მიზანს უფრო სწრაფად მივაღწიოთ - განვავითაროთ აგროსექტორი, დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ". - განაცხადა გიორგი სანიკიძემ, Farmway-ის გენერალურმა დირექტორმა. "საქართველოს ბანკი აგრო ბიზნესების გაძლიერებას და წახალისებას აგრძელებს. კომპანია Farmway-სთან პარტნიორობის ფარგლებში, კახეთში ნუშის ბაღები გაშენდა. 2025 წელს, დაახლოებით 120 ჰა. ფართობზე დაირგო ნუშის ნერგები, მეორე ნაწილის დარგვა კი 2026 წელს იგეგმება. კომპანია საბოლოოდ, სრულ მსხმოიარობაში 1440 ტონა ნუშის მოსავლის აღებას და მის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას აპირებს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და აძლიერებს რეგიონებს. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აგრო სექტორის გაძლიერებას". - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
ივანიშვილის პარლამენტში გახარიას პარტიას ხალხის მოწამვლის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უთხრა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვიტკოფთან და კუშნერთან ტექნიკური პრობლემების გამო ჩაიშალა
გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa
25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
უმეროვი: უკრაინა შეერთებულ შტატებთან პოზიციების სრულად კოორდინირებას ელის, რაც „მშვიდობასთან დაგვაახლოებს“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში მდებარე თბოელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)