|
2025-12-08 21:04:13, 4797 ნახვა
საზოგადოება
აბიტურიენტები 1-ზე მეტ ფაკულტეტს და უნივერსიტეტს ვეღარ აირჩევენ
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განსახილველი ცვლილებები წარადგინა. მისი თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები ერთზე მეტი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის არჩევას ვეღარ შეძლებენ, რადგან მთავარი ამოცანა იქნება მხოლოდ მაღალქულიანი სტუდენტების მოხვედრა. "დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თქვენ იცით, რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, ვარდება. ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით." - თქვა გაბისონიამ. ცნობისთვის, ცვლილება ასევე ეხება უნივერსიტეტების სახელმწიფო გრანტების მოდელსაც, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან ყველა სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეს, უფასოდ ისწავლის.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)