|
2025-12-15 12:42:45, 14304 ნახვა
სამართალი
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები - Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ალპურმა ქოხმა, "ალტიჰატმა" და ახალგაზრდული ტანსაცმლის ბრენდმა, "Reckless"-მა საერთო, თემატური ბალაკლავა გმოუშვაეს. ამ აქსესუარით ორმა სრულიად განსხვავებულმა, მაგრამ ერთი სულისკვეთების მქონე ბრენდმა, მთის თავისუფლება და ურბანული ენერგია გააერთიანა. დიზაინერებმა ანკა ქოიავამ, ლიზა ყაჯრიშვილმა და მასო მწარიაშვილმა "ალტიჰატიდან" გადაღებული მთის პეიზაჟები გრაფიკულ გამოსახულებად აქციეს. ტექსტები კი, რომელიც ბალაკლავაზე დაიტანეს, Reckless-ის მკაფიო მესიჯს და "ალტიჰატის" ხასიათს ერთდროულად ატარებს. "რადგან ქუჩის სტილი და სამთო სპეციფიკა ძალიან განსხვავებულია, ამიტომ ამ აქსესუარზე შევჯერდით. ეფექტურიცაა და მოძრაობაშიც ხელს არ გიშლის", -ამბობენ დიზაინერები. ეს კოლაბორაცია არც ერთ ბრენდს კომერციული ინტერესით არ დაუწყია. Reckless -ის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე აფრიდონიძე ამბობს, რომ როგორც წესი, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას ფრთხილად ეკიდებიან. ,,ალტიჰატის’’ შემთხვევაში, კი, მალევე მიხვდნენ, რომ გემოვნება, ხედვები და შესრულების ხარისხი ერთმანეთს ემთხვეოდა. "ორივე ბრენდი თავად ქმნის თემს და ე.წ. community builder-ია. ერთი - ურბანულ გარემოში, ახალგაზრდებთანაა დაკავშირებული, "ალტიჰატი" კი, ამ გარემოსგან შორს, მაგრამ, ზუსტად თავისუფლების იდეას და ღირებულებებს იზიარებს. გამორჩეული დიზაინით შექმნილ აქსესუარზეც ეს მთავარი მესიჯებია დატანილი", - ამბობს თორნიკე. "ვფიქრობ, ამ კოლაბორაციით და ექსკლუზიური პროდუქტის შექმნით, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ ახალი ეტაპი დავიწყეთ. გვინდა, მაგალითის მიმცემი გავხდეთ სხვებისთვის. ჩვენი მიდგომა ნიკო ნიკოლაძის სიტყვებს მიჰყვება: "შრომა, პატიოსნება და სწავლა", - ამბობს "ალტიჰატის" დამფუძნებელი, ნიკოლოზ ალავიძე. კოლაბორაციის შესახებ პრეზენტაცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ეს თანამშრომლობა ზუსტად პასუხობს თიბისი ბიზნესდაჯილდოების მთავარ გზავნილს - წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
თბილისში ყოველკვირეული საპროტესტო მარში გაიმართა - ვიდეო
სუს-მა ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა, ჯამში 11 ადამიანი კი პასუხისგებაში მიეცა
სუს: ახალაიას განცხადება ცალსახა ტყუილია, ამორალურია ამბავი ბავშვის ობლად დატოვებაზე
ახალაია: სუს-ში ცოლის დაჭერით მემუქრებოდნენ, თუ მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემდი
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)