01:30 - 20 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 23:34:56, 402 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

თიბისი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, აგრძელებენ ლექციების სერიას „AI დ ...“ და მომდევნო შეხვედრა სამართალს დაეთმო. კერძოდ, კი შეხვედრაზე განხილული იყო, ხელოვნური ინტელექტისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემები.

შეხვედრას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სპიკერები კი პროფესორი, იურისტი და ტექნოლოგიების სამართლის სპეციალისტი ზვიად გაბისონია და AI პროდუქტის დიზაინერი გუა ტაბიძე იყვნენ.  ლექციაზე განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა, თუ როგორ იქმნება ენის მოდელები და სად ჩნდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის რისკები; ვის ეკუთვნის AI-ის მიერ შექმნილი მასალები და ვინაა პასუხისმგებელი მათ არასწორ გამოყენებაზე. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს, AI-ის რეგულირების და სამართლებრივი დავების გადაწყვეტის მომავალი და ქართული სამართლებრივი პრაქტიკა.

„AI და …“ ხელოვნური ინტელექტის საჯარო ლექციების ციკლია, რომლის მიზანი აკადემიურ სივრცეში AI-ის სხვადასხვა სფეროებზე გავლენის შესახებ დისკუსიის დაწყება და ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ახალი, განსხვავებული შესაძლებლობაა. მისი მიზანი კი ერთიანი სივრცის შექმნაა, სადაც სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები, პროფესიონალები და აკადემიური პერსონალი AI-ის განვითარებით მოტანილ ცვლილებებზე მსჯელობას და მათთვის მომზადებას შეძლებენ.

ღია ლექციების ციკლი - „AI და …“ 2026 წელსაც გაგრძელდება და ტრადიციულად, თვეში ერთხელ, პარტნიორი უნივერსიტეტების კამპუსებში გაიმართება.

თიბისი, განათლების პროგრამის ფარგლებში, მუდმივად ქმნის ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას და პროფესიონალებს აძლევს სივრცეს, სადაც შეუძლიათ ტექნოლოგიური ცვლილებების აღქმა, სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება. სწორედ ასეთი პროექტებით თიბისი აძლიერებს ქვეყნის ტექნოლოგიურ ეკოსისტემას და ხელს უწყობს პროგრესზე ორიენტირებული ცოდნის გავრცელებას. მთავარია გჯეროდეს, რომ განათლება და ტექნოლოგიები ქმნის მომავალს.

 

 

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გადააგორე ზამთარი - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი "თეგეტა მოტორსში"
გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია - ევრობარომეტრი
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი