11:29 - 31 Dec, 2025
|
2025-12-30 14:29:11, 4517 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკომ საახალწლოდ 20 პოლიტპატიმარი შეიწყალა
ახალი წლის წინა პერიოდში გამოცხადებული ამნისტიის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 20 პოლიტიკური პატიმარი შეიწყალა. ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, მან სულ 22 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის, 20 "ექსტრემისტული დანაშაულებისთვის" გასამართლებული (ტერმინი, რომელსაც ბელორუსია პოლიტიკური საქმეებისთვის იყენებს). გათავისუფლებულებიდან 15 ქალი და 7 კაცია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუკაშენკომ "ოჯახების ინტერესებიდან გამომდინარე" იმოქმედა. გამოცემა Barron's-ი წერს, რომ ბელარუსში ჯერ კიდევ 1000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ მისი მმართველობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები ჩაახშო, ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
2025 წელი - პოლიტიკური პატიმრებით სავსე ციხეები
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)