|
2025-09-12 08:50:51, 16307 ნახვა
High - Tech
ალბანეთი მსოფლიოში პირველია, ვინც ხელოვნური ინტელექტის მინისტრი დანიშნა
Politico-ს ცნობით, ალბანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მინისტრი ჰყავს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ ტირანაში სოციალისტური პარტიის შეხვედრაზე მთავრობაში ცვლილებების შესახებ განაცხადა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი ახალი „კაბინეტის წევრი“ - დიელა (ალბანურიდან „მზის შუქი“) წარადგინა. რამას თქმით, დიელა კორუფციის რისკების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო შესყიდვებზე იქნება პასუხისმგებელი. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესი ეტაპობრივი იქნება და ექსპერიმენტის საბოლოო მიზანია ალბანეთი ისეთ ქვეყნად აქციოს, სადაც ყველა ტენდერი „ასი პროცენტით უხრწნელი იქნება, ხოლო მათში გამავალი სახელმწიფო სახსრები აბსოლუტურად გამჭვირვალე“. „ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, არამედ დიელას მისიაა“, - განმარტა მთავრობის მეთაურმა. დიელა ალბანელი მოქალაქეებისთვის უკვე ნაცნობია: ის მართავს e-Albania ციფრულ პლატფორმას, რომელიც ონლაინ რეჟიმში უზრუნველყოფს სამთავრობო სერვისების უმეტესობაზე წვდომას. როგორც Politico აღნიშნავს, სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციასთან ბრძოლა დიდი ხანია ალბანეთში მთავარი საკითხია და რეგულარულად განიხილება ევროკავშირის კანონის უზენაესობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებში.
ევროკავშირის ლიდერებმა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ დანიასა და გრენლანდიას სოლიდარობა გამოუცხადეს
ნატო მიიჩნევს, რომ რუსეთი Starlink-ის წინააღმდეგ იარაღს ავითარებს
კობახიძე კვლავ ესხმის ევროკავშირს და შიდა საქმეებში ჩარევაში დებს ბრალს
კობახიძე - რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა სუმის ოლქის სასაზღვრო სოფლის 50 მცხოვრები გაიტაცეს
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის ოლქის მსხვილ ნავთობპორტში მდებარე ნავმისადგომებსა და გემებს შეუტიეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)