|
2025-12-17 14:31:12, 8570 ნახვა
პოლიტიკა
ოცნებამ III მოსმენით დაუჭირა მხარი უცხოეთში ხმის მიცემის უფლების აკრძალვას
ქართული ოცნების პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ. ცვლილებებს ქართული ოცნების 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ წავიდა - 11 დეპუტატი, რომლებიც, სავარაუდოდ, გახარია - საქართველოსთვის პარტიას წარმოადგენენ. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებენ - კერძოდ, მან თქვა, რომ დაიწყებოდა კოდექსის "ფუნდამენტური განახლება". ამ განახლების ფარგლებში, ქართულმა ოცნებამ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის საზღვარგარეთ მიცემის უფლება აუკრალა. "როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)