|
2025-12-30 12:26:46, 4771 ნახვა
მსოფლიო
სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ჩინეთის სამხედრო წვრთნები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. წვრთნების მეორე დღეს ჩინეთმა ბომბდამშენებთან და სამხედრო გემებთან ერთად, ახალი უნივერსალური სადესანტო ხომალდები განალაგა. მედიის ცნობით, ჩინეთმა წვრთნები ტაივანის გარშემო 5 ზონაში ჩაატარა. „როიტერის“ ინფორმაციით, „სამართლიანობის მისია 2025“-ის სახელით ცნობილი წვრთნები აშშ-ის მიერ ტაივანისთვის რეკორდული 11.1 მილიარდი დოლარის იარაღის პაკეტის გამოცხადებიდან 11 დღის შემდეგ დაიწყო. ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინ ტემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ჩინეთის წვრთნები „არ შეესაბამება პასუხისმგებლიანი დიდი სახელმწიფოსგან მოსალოდნელ ქცევას“. მისი თქმით, ტაიბეი სიტუაციის ესკალაციას არ ცდილობს.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)