00:00 - 01 Jan, 2026
|
2025-12-30 11:43:08, 2563 ნახვა
საზოგადოება
საცობი რიკოთზე, დათოვლილი გზები არ იწმინდება
რამდენიმე კილომეტრიანი საცობებია რიკოთის მაგისტრალზე. როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, გზა ამ დრომდე არ იწმინდება. ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობის, ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მთავარ მაგისტრალზე გადაადგილება გართულებულია. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზები გაუწმენდავია. ხალხი, ვინც საახალწლოდ დასავლეთ საქართველოში მიდის, რამდენიმე საათია გზაშია. "გზა საერთოდ არაა გაწმენდილი, ზაფხულის საბურავებით არც იფიქროთ წამოსვლა და დამწყები მძღოლებიც ვინც ხართ ნუ გაიგიჟებთ მაინცდამაინც თავს,უფრო შეაფერხებთ მოძრაობას" - წერს მოქალაქე ბაჩანა კუპრეიშვილი. "თოვლი, დაბალი ხელვადობა, რიკოთზე კავშირი თითქმის არ არის. ზესტაფონის ვენდისში სედანით ნუ ჩახვალთ" - ამბობს მოქალაქე ელიზაბედ სამოლოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)