|
2025-11-30 23:01:48, 13396 ნახვა
ომი უკრაინაში
ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, განაცხადა, რომ ფლორიდაში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ისინი განიხილავენ სამშვიდობო გეგმას, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსულ მხარესთან ერთად შეიმუშავა და ჟენევაში უკრაინასთან და ევროპის ქვეყნებთან ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ მოდიფიცირებულია. კონსულტაციები მაიამის მახლობლად, კერძო Shell Bay გოლფის კლუბში მიმდინარეობს, რომელიც დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის კომპანიამ ააშენა. შეხვედრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმებებს არ ეხება“. „საქმე ეხება ისეთი პროცესის შექმნას, რომელიც უკრაინას სუვერენულ, დამოუკიდებელ და აყვავებულს გახდის“, - თქვა რუბიომ. „ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის მომავალზე, უკრაინის უსაფრთხოებაზე, უკრაინაში აგრესიის განმეორების თავიდან აცილებაზე, უკრაინის კეთილდღეობასა და უკრაინის აღდგენის გზებზე“, - განაცხადა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა. ამერიკული მხარის მიერ შემოთავაზებული და რუსეთთან ერთად შემუშავებული საწყისი სამშვიდობო გეგმა 28 პუნქტს შეიცავდა. როგორც მრავალი დასავლური მედიასაშუალება იუწყებოდა, ის დიდწილად ასახავდა რუსეთის პოზიციას და, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავდა კიევისთვის მიუღებელ დებულებებს, როგორიცაა უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის აღიარება, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა. თუმცა, ჟენევაში უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ, გეგმა შეიცვალა. დასავლური მედია იუწყებოდა, რომ ყველაზე რთული საკითხები - ტერიტორიები და შეერთებული შტატების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები - შეიძლებოდა „გვერდზე გადადებულიყო“ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის განსახილველად დარჩენილიყო. ფლორიდაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე განიხილება უკრაინაში არჩევნების ჩატარების ვადები, ტერიტორიების გაცვლის შესაძლებლობა რუსეთთან და სხვა საკითხები, რომლებიც კვლავ გადაუწყვეტელია ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის გეგმის ფარგლებში, — წერს WSJ, ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. უიკტოფმა უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის შესვენების დროს განაცხადა, რომ უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს „პოზიტიურად“ აფასებს, ასევე მან დაადასტურა, რომ ხვალ მოსკოვში გაფრინდება, რათა სამშაბათს, 2 დეკემბერს, შეხვდეს პუტინს.
კობახიძე დაეთანხმა აშშ-სგან 10 431 459,9 USD-ს ღირებულების საქონლის გრანტის სახით მიღებას
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ფილფანი - შემთხვევით, მათი კორუფციის ბრალი ხომ არაა ის, რომ პროდუქტებზე ფასები ყოველწლიურად იმატებს
ლემონჯავა: მაღალი ფასების მიზეზი ქვეყნის სულელური საგადასახადო პოლიტიკაა
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)