|
2025-12-11 13:04:43, 9637 ნახვა
ეკონომიკა
სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ევროპის წამყვანმა საკრედიტო რეიტინგის სააგენტომ Scope Ratings, სელფი მობაილის საკრედიტო რეიტინგი განაახლა და კვლავ დაუდასტურა მაღალი შეფასება BB-/Stable. მოცემული შეფასება ასახავს კომპანიის ძლიერ ფინანსურ მონაცემებს, ეფექტურ ოპერირებას და საქართველოს ტელეკომ სექტორის მდგრადობას. Scope Ratings აღნიშნავს, რომ სელფი ინარჩუნებს სტაბილურ პოზიციას ბაზარზე, ჯანმრთელ მომგებიანობას და ზომიერ საკრედიტო ვალდებულებებს. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა ეფუძნება მოლოდინს, რომ კომპანიის კონკურენტული პოზიცია და ფინანსური მდგრადობა შენარჩუნდება. რეიტინგის შეფასებაში ასევე ხაზგასმულია სელფის ქსელის განვითარების სწრაფი ტემპი და ინვესტიციები დაფარვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. „მოხარული ვარ, რომ Scope Ratings-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა სელფი მობაილის მაღალი საკრედიტო რეიტინგი. ეს შეფასება ასახავს იმ მიღწევებს, რომლებიც გვაქვს მომგებიანობის ზრდის, პროდუქტების გაფართოებული სპექტრის, ტექნოლოგიების განახლებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიმართულებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ფინანსური რისკის მაჩვენებლის გაუმჯობესება, რაც გამოწვეულია როგორც ლევერიჯის შემცირებით, ისე კაპიტალის სტრუქტურის გაჯანსაღებით,“ - განაცხადა სელფის ფინანსურმა დირექტორმა, ირაკლი ჭედიამ. „ჩვენი ძლიერი საკრედიტო პოზიცია ქმნის შესაძლებლობას, მოვიზიდოთ ფინანსური რესურსი კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც მომხმარებლისთვის ნიშნავს პირდაპირ სარგებელს, გაუმჯობესებული ქსელის სახით,“ დაამატა ირაკლი ჭედიამ. Scope Ratings, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოა, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის რეიტინგების რეგულაციის თანახმად და ოპერირებს ევროკავშირში ECAI-ს სტატუსით. Scope Ratings, ერთადერთი ევროპული სარეიტინგო სააგენტოა, რომელიც დაშვებულია ევროპის ცენტრალური ბანკის მეირ ევროსისტემის საკრედიტო შეფასების ჩარჩოსთვის (ECAF).
5 გზა, თუ როგორ შეცვლა ხელოვნურმა ინტელექტმა ჯანდაცვის სექტორი ევროპაში 2025 წელს
ჩინეთმა ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო 20 ამერიკულ თავდაცვის კომპანიას სანქციები დაუწესა
ირანში სიკვდილით დასჯის 11-წლიანი რეკორდი დაფიქსირდა
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს 38 774 ლარის ფულად ჯილდოს გადასცემენ
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)