|
2025-12-17 19:52:27, 10162 ნახვა
სამართალი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი "პროცესუუნარო პირი"
ივანიშვილის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი "პროცესუუნარო პირი" - ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო უნარი არ შესწევს შეასრულოს ისეთი საპროცესო მოქმედება, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. კანონპროექტით, იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დააყენებს, თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდება, მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება - ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა, ამ შემთხვევაში, შეჩერდება. "თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, რის გამოც ის პროცესუუნარო გახდა, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის არსებითი განხილვა არაუმეტეს 3 თვის ვადით შეჩერდება ან არ დაიწყება. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება/განახლდება იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგების (დასკვნის) საფუძველზე დადგინდება, რომ ბრალდებული განჩინებაში მითითებულ ვადაში პროცესუნარიანი გახდა, ანდა გასულია განჩინებაში მითითებული ვადა. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხადობის გამო იგი პროცესუუნარო გახდა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე მოთავსებას, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდება საერთო წესით". - წერია კანონპროექტში. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში შევიდა.
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს
პოლონეთმა საჰაერო ძალები მოქმედებაში მოიყვანა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა წამოიწყო.
ტრამპის ადმინისტრაცია ერთდროულად დაახლოებით 30 ელჩს ათავისუფლებს
რას ედავებიან, დაკავებულ სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
უკრაინულმა დრონებმა წელს მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს პოლიეთილენის მწარმოებელს.
რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა სუმის ოლქის სასაზღვრო სოფლის 50 მცხოვრები გაიტაცეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)